თქვენი givve®‑ს საგადახდო ბარათი

თუ თქვენმა სააგენტომ, როგორც მომსახურებათა მიმღებს, givve®‑ს საგადახდო ბარათი გადმოგცათ, წინამდებარე გვერდიდან შეიტყობთ ყველაფერს, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.

მოგესალმებით!

აქ გაეცნობით თქვენი givve®‑ს საგადახდო ბარათით ანგარიშსწორებისა და თანხის გამოტანის წესს. ამას გარდა, თქვენთვის ხელმისაწვდომია ჩვენი ჩატბოტი, „givve® Card Companion“, რომელიც დღე‑ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გიპასუხებთ ბარათთან დაკავშირებულ შეკითხვებზე. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ თქვენი საგადახდო ბარათით სარგებლობა.

*შენიშვნა: ჩატბოტი ქმნის პასუხებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომლებიც ჩვეულებრივ სანდოა. ჩვენ ვაძლევთ ხარისხობრივ და სწორ ინფორმაციას, როგორც საფუძველს, მაგრამ ყალბი განცხადებები და შეცდომები ხელოვნური ინტელექტისგან მაინც შეიძლება მოხდეს.რეკლამის ბლოკერებს შეუძლიათ შეზღუდონ ჩატბოტის ფუნქციონირება. გაუმართაობის შემთხვევაში, გირჩევთ გაწმინდოთ ქეში და განაახლოთ გვერდი.

Info Info symbol

პასუხები givve®‑ს საგადახდო ბარათთან დაკავშირებულ არსებით შეკითხვებზე

როგორ გავმართო საგადახდო ბარათი?

givve®‑ს საგადახდო ბარათის გამოყენებამდე დაგჭირდებათ მისი გააქტიურება. ბარათის მიღებისას მას დართული ექნება კომპეტენტური სააგენტოს მიერ მომზადებული პერსონალური წერილი, რომელიც უნდა შეინახოთ, საგადახდო ბარათი რომ გაააქტიუროთ. წერილის მიღების შემდეგ givve®‑ს საგადახდო ბარათის გააქტიურების ინსტრუქციას აქ გაეცნობით.

რისთვის გადმომეცემა საგადახდო ბარათი?

ფულად დახმარებას ნაღდი ფულის ან ყოველთვიური ჩარიცხვის სახით აღარ მიიღებთ.
ამის ნაცვლად გადმოგეცემათ საგადახდო ბარათი, რომელიც ყოველთვიურად შეივსება ფულადი სახსრებით. givve®‑ს საგადახდო ბარათი წარმოადგენს სადებეტო Mastercard‑ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კონკრეტულ რეგიონში ანგარიშსწორებისთვის, სტანდარტული საბანკო ბარათის მსგავსად.

სად შევძლებ საგადახდო ბარათით ანგარიშსწორებას?

givve®‑ს საგადახდო ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც იღებენ Mastercard‑ბარათებს, თქვენთვის განსაზღვრული რეგიონის ფარგლებში. ყურადღება მიაქციეთ Mastercard®‑ის ნარინჯისფერ-წითელ ნიშანს.

თქვენი ბარათისთვის განსაზღვრული რეგიონი მითითებული იქნება givve® Card‑ის აპისა და givve®‑ს ვებპორტალის სექციაში „თქვენი რეგიონი“.

სად შევძლებ საგადახდო ბარათით თანხის გამოტანას?

თქვენი ბარათით თანხის გამოტანის შესაძლებლობისა და შესაბამისი მდებარეობების გარკვევა შეგიძლიათ როგორც givve® Card‑ის აპის, ისე givve®‑ს ვებპორტალის მეშვეობით. თანხის გამოტანის კუთხით გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია ბანკომატების მეშვეობით, ზოგჯერ კი — POS‑ტერმინალების გამოყენებით. 

თუ თქვენი საგადახდო ბარათისთვის დაშვებულია ბანკომატების გამოყენება: თუ თქვენი საგადახდო ბარათისთვის გააქტიურებულია თანხის ბანკომატებიდან გამოტანის შესაძლებლობა, აღნიშნულისთვის უნდა ისარგებლოთ შემდეგი ბრენდების ბანკომატებით:

  • Deutsche Bank, Commerzbank, HypoVereinsbank და Postbank (Cash Group)
  • Targobank AG, Sparda‑Bank და Santander (CashPool)
  • Volksbank‑ისა და Raiffeisenbank‑ის განყოფილებები (საბანკო ბარათების მომსახურების ქსელი)
  • Sparkasse (შემნახველი ბანკის საფინანსო ჯგუფი)

თუ თქვენი საგადახდო ბარათისთვის დაშვებულია POS‑ტერმინალების გამოყენება: თუ თქვენი საგადახდო ბარათისთვის გააქტიურებულია თანხის POS‑ტერმინალების საშუალებით გამოტანის შესაძლებლობა, აღნიშნულისთვის უნდა ისარგებლოთ შემდეგი ბრენდების POS‑ტერმინალებით:

  • Rossmann
  • ALDI Süd
  • dm‑drogerie
  • Globus
  • Netto Marken‑Discount (ყვითელი  Netto)
  • MARKANT
  • famila
  • NORMA 

გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიებში თანხის გამოტანა უფასოა, ბანკომატებიდან თანხის გამოტანის შემთხვევაში კი, შესაძლოა, მოქმედებდეს გადასახადი, რომელიც გამოტანილ თანხას დაემატება. 

საგადახდო ბარათი დავკარგე. როგორ მოვიქცე?

თუ თქვენი givve®‑ს საგადახდო ბარათი მოგპარეს ან დაკარგეთ, შეძლებისდაგვარად მალე დაბლოკეთ ის. ამ კუთხით სხვადასხვა უფასო ვარიანტი გაქვთ:

  • ბარათის დაბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებლად, givve® Card‑ის აპის „ბარათის დაბლოკვის“ სექციიდან ან givve®‑ს ვებპორტალის მთავარი გვერდიდანვე. თუ ბარათს იპოვით, მის განბლოკვასაც ნებისმიერ დროს შეძლებთ დამოუკიდებლად იმავე სექციებიდან.
  • ბარათის დაბლოკვა სააგენტოსაც შეუძლია. ესეც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
  • დაუკავშირდით დაბლოკვისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზს (ენები: გერმანული და ინგლისური). ცხელი ხაზის ნომერია 116 116. ის ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.

ბარათის დაბლოკვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოთხოვნილი იქნება ბარათის ჩანაცვლება. თუ ბარათის ჩანაცვლება გსურთ, მიმართეთ უშუალოდ სააგენტოს.

საგადახდო ბარათი დამებლოკა. როგორ განვბლოკო?

თუ givve®‑ს საგადახდო ბარათი დაგებლოკათ, როგორც წესი, შესაძლებელი იქნება მისი ხელახლა განბლოკვა. მოქმედების პრინციპი დამოკიდებულია ბარათის დაბლოკვის მიზეზზე:

  • თუ ის თავად დაბლოკეთ: თუ ბარათი თავად დაბლოკეთ givve® Card‑ის აპის ან givve®‑ს ვებპორტალის მეშვეობით, იმავე ადგილიდანვე შეძლებთ მის მარტივად განბლოკვას.
  • თუ ის დაიბლოკა არასწორი PIN‑კოდის რამდენჯერმე შეყვანის გამო: გადახდისას არასწორი PIN‑კოდის 3‑ჯერ მითითების შემთხვევაში თქვენი givve®‑ს საგადახდო ბარათი და PIN‑კოდი ავტომატურად დაიბლოკება. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა PIN‑კოდის განბლოკვა givve® Card‑ის აპის ან givve®‑ს ვებპორტალის მეშვეობით, სექციაში „PIN‑კოდის მართვა“ > „PIN‑კოდის განბლოკვა“. ამის შემდეგ დაგჭირდებათ ბარათის ჩასმა ნებისმიერ ბანკომატში, რომ წამოიწყოთ თანხის გამოტანის ოპერაცია, რომლის დროსაც PIN‑კოდს მიუთითებთ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა თქვენი ბარათისთვის რეალურად არ არის გააქტიურებული ბანკომატებიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობა. ყოველივე ეს საჭიროა მხოლოდ PIN‑კოდის განსაბლოკად — თანხის გამოტანა არ მოგიწევთ. ამას გარდა, აღნიშნული პროცედურის გავლა გჭირდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ბარათზე თანხა აღარ დაგრჩათ, ან თანხის გამოტანის ლიმიტს უკვე მიაღწიეთ. შესაძლოა, ბანკომატმა გაუწყოთ, რომ თანხის გამოტანა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ბარათის სრულად განსაბლოკად საკმარისია ბანკომატში PIN‑კოდის შეყვანა, რის შემდეგაც კვლავ შეძლებთ ბარათით ანგარიშსწორებას (თუ, რა თქმა უნდა, მასზე არის თანხა).
  • თუ ის სააგენტომ დაბლოკა: თუ ბარათი თქვენმა სააგენტომ დაბლოკა, მის განსაბლოკად მიმართეთ სააგენტოს.

ამას გარდა, გაეცანით დეტალურ მითითებებს givve® Card‑ის აპისა და ვებპორტალის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

როგორ შევცვალო ენა givve® Card‑ის აპში?

აპის ენის დაყენება შეგიძლიათ აპის ინსტალაციის ან სისტემაში პირველი შესვლის დროს. შესაძლებელია მისი მოგვიანებით შეცვლაც მომხმარებლის პარამეტრებიდან (person icon) ზედა მარჯვენა ნაწილში. ენის მიმდინარე პარამეტრები მოცემული იქნება პარამეტრების მენიუს ქვედა ნაწილში. ენაზე დაწკაპუნებით ყველა ხელმისაწვდომი ენა გამოჩნდება, რის შემდეგაც სასურველი ენის არჩევას შეძლებთ.

როგორ ვისარგებლო სატელეფონო მხარდაჭერით?

სატელეფონო მხარდაჭერის მისაღებად დაუკავშირდით givve®‑ს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: +49 89 6606261500 ან +49 89 21537890

დაბლოკვისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტელეფონის შემდეგ ნომერზე დარეკვით: 116 116 (ენები: გერმანული და ინგლისური).

დაგრჩათ შეკითხვები?

ჩვენი ჩატბოტი, „givve® Card Companion“, საიმედო ინფორმაციას მოგაწვდით დღე‑ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. 

* შენიშვნა: გთხოვთ, დაუსვით თქვენი შეკითხვა რაც შეიძლება დეტალურად, რომ მიიღოთ სწორი პასუხი და დაუყოვნებლივ დაეხმაროთ. ჩატბოტი ქმნის პასუხებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომლებიც ჩვეულებრივ სანდოა. ჩვენ ვაძლევთ ხარისხობრივ და სწორ ინფორმაციას, როგორც საფუძველს, მაგრამ ყალბი განცხადებები და შეცდომები ხელოვნური ინტელექტისგან მაინც შეიძლება მოხდეს.რეკლამის ბლოკერებს შეუძლიათ შეზღუდონ ჩატბოტის ფუნქციონირება. გაუმართაობის შემთხვევაში, გირჩევთ გაწმინდოთ ქეში და განაახლოთ გვერდი.

რა უპირატესობებს მანიჭებს givve®‑ს საგადახდო ბარათი?

Security Security symbol

უსაფრთხოება

გაძლიერებული დაცვა PIN‑კოდისა და ბარათის დაბლოკვის შესაძლებლობის დამსახურებით, რაც თავიდან აგაცილებთ ჯიბით ბევრი ნაღდი ფულის ტარების საჭიროებას.

Order Order symbol

თვითმომსახურება

შესაძლებელია იმ სალაროებით სარგებლობა, რომლებიც თვითმომსახურების საშუალებას გაძლევთ.

Digital Digital symbol

აპი და ვებპორტალი

თქვენ გაქვთ სადღეღამისო წვდომა ინფორმაციაზე ნაშთისა და ტრანზაქციების შესახებ უფასო აპის (Android, iOS) ან ვებპორტალის გამოყენებით.

Card use Card use symbol

უკონტაქტო გადახდა

სწრაფი, უკონტაქტო გადახდა NFC‑ს ან მობილური გადახდის სისტემების (Google და Apple Pay მალე იქნება მხარდაჭერილი) მეშვეობით.

Digitalization Digitalization symbol

ონლაინგადახდა (სურვილისამებრ)

ონლაინგადახადა არ არის დაშვებული ყველა საგადახდო ბარათისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური სააგენტო. givve® Card‑ის აპისა (Android‑ისა და iOS‑ისთვის) და givve® Card‑ის პორტალის მეშვეობით, „ონლაინგადახდის“ სექციაში, შეგიძლიათ გაარკვიოთ, დაშვებულია თუ არა ონლაინგადახდა თქვენი ბარათისთვის.

Combination Combination symbol

ინტერნეტშენაძენები

თუ თქვენი ბარათისთვის გააქტიურებულია ონლაინგადახდა, მისი გამოყენება შეგიძლიათ მრავალ სავაჭრო ობიექტსა და მომსახურების მომწოდებელთან ინტერნეტში, მაგალითად, სამგზავრო ბილეთების შესაძენად.

Rejected Rejected symbol

givve®‑ს საგადახდო ბარათით შეუძლებელია:

  • გადარიცხვა საგადახდო ბარათით ან საგადახდო ბარათზე.
  • საგადახდო ბარათისთვის დაწესებული ლიმიტების გადაჭარბება. შესაძლებელია მხოლოდ იმ ოდენობის თანხის დახარჯვა, რამდენიც ხელმისაწვდომია ბარათის ბალანსზე.

ვებსაიტის ბოლო განახლების თარიღი/დრო იყო 26.06.2024, 13:53