givve® Card‑ის პორტალის ინსტრუქცია

ამგვარად, ყოველთვის შეძლებთ თქვენი givve® Card‑ის ბალანსის გაკონტროლებას. ნებისმიერ დროს — როგორც გადაადგილებისას, ისე სახლში.

givve Card Portal

ბალანსის შემოწმება

ბალანსის შემოწმების ორი ხერხი არსებობს: givve® Card‑ის აპის მეშვეობით (ხელმისაწვდომია როგორც Android‑ისთვის, ისე iOS‑ისთვის) ან givve® Card‑ის ვებპორტალის გამოყენებით. აქედან შეიტყობთ, რა გაითვალისწინოთ მისი პირველი გამოყენებისას და რა ფუნქციებს გთავაზობთ როგორც აპი, ისე ვებპორტალი.

მისი პირველად გამოყენების წესი

  • givve Card Anschreiben
  • givve Card Portal
  • givve Card PIN
  • სისტემაში შესვლის მონაცემები

    ბარათს მიიღებთ წერილთან ერთად ფოსტით. აღნიშნული მოიცავს თქვენს ინდივიდუალურ ტოკენსა და პაროლსაც.

     

     

     

  • რეგისტრაცია

    სისტემაში პირველად შესვლამდე საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებპორტალის ან აპის მეშვეობით. ამისთვის შეიყვანეთ ტოკენი და პაროლი, რომლებიც მითითებულია ბარათისთვის დართულ წერილში, შემდეგ კი მიჰყევით მითითებებს. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ ორივე (ვებში და აპში არსებული) პორტალით სარგებლობას.

  • გააქტიურება

    ბარათის პირველად გამოყენებამდე საჭიროა მისი გააქტიურება. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში givve® Card‑ით ანგარიშსწორებას შეძლებთ. გააქტიურების სტატუსი მოცემული იქნება „მიმოხილვის“ გვერდზე.

გზამკვლევი

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ givve® Card‑ის პორტალის მეშვეობით შეძლებთ ბალანსის შემოწმებას როგორც ვებში, ისე აპში. ქვემოთ გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან თემებსა და ფუნქციებს.

შესვლა

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ givve® Card‑ის პორტალში შესვლას შეძლებთ თქვენი ელფოსტის მისამართისა და პაროლის გამოყენებით. დაგავიწყდათ სისტემაში შესვლის მონაცემები? გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომ შეიტყოთ, როგორ მოიქცეთ.

givve Card Portal

მიმოხილვა

givve® Card‑ის აპისა და givve® Card‑ის პორტალის მთავარ გვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია როგორც თქვენი მიმდინარე ბალანსის, ისე თქვენი givve® Card‑ის კონფიგურაციისა შესახებ. იქიდანვე შეიტყობთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათით.

ამას გარდა, მოცემული იქნება ინფორმაცია ბოლო ტრანზაქციების შესახებ და სხვა ცნობები. სექციაში „ჩემი givve®“ მოცემული იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები ბარათების მფლობელებისთვის.

თქვენი PIN‑კოდი

თქვენი PIN‑კოდი მოცემული იქნება givve® Card‑ის აპის სექციაში „მთავარი“, ასევე, givve® Card‑ის პორტალის სექციებში „მთავარი“ და „პარამეტრები“. PIN‑კოდის სანახავად დაწკაპუნებით აირჩიეთ „PIN‑კოდის ჩვენება“. თუ თქვენი PIN‑კოდის განბლოკვა გსურთ, givve® Card‑ის პორტალიდან „PIN‑კოდის ჩვენების“ არჩევის შემდეგ ქვედა ნაწილში დააწკაპუნეთ „PIN‑კოდის განბლოკვას“. givve® Card‑ის აპში ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია „ბარათის მართვის“ სექციაში.

პარამეტრები

დასაყენებლად ხელმისაწვდომია შემდეგი პარამეტრები:

ვებპორტალსა და აპში:

  • მომხმარებლის სახელის შეცვლა: თუ სახელს შეიცვლით, შესაბამისი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ უშუალოდ თქვენს დამსაქმებელს სთხოვოთ.
  • ელფოსტის მისამართის შეცვლა: თუ ელფოსტის მისამართის შეცვლა გსურთ, ის უნდა დადასტურდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენგან დამატებით ელწერილს მიიღებთ.
  • პაროლის შეცვლა: თქვენი პაროლის შეცვლა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. ახალი პაროლი იმოქმედებს როგორც ვებპორტალისთვის, ისე აპისთვის.
  • ბარათის დაბლოკვა: givve® Card‑ის დაკარგვის ან მისი მოპარვის შემთხვევაში საშუალება გექნებათ, დაბლოკოთ ის პირდაპირ ბარათის პარამეტრებიდან. 
  • შეტყობინება შევსების შესახებ: მიუთითეთ, გსურთ თუ არა Push‑შეტყობინებების მიღება თქვენი ბარათის ყოველი შევსების დროს.
  • ენის არჩევა: აირჩიეთ გერმანულსა და ინგლისურ ენებს შორის.

 

givve® Card‑ის გამოყენება

givve® Card‑ის მეშვეობით ვერ გამოიტანთ ნაღდ ფულსა თუ ფულად სუროგატებს. ამას გარდა, არც ოვერდრაფტით სარგებლობა არის დაშვებული საკრედიტო ბალანსის მიღმა.

თუ გაინტერესებთ, რომელ რეგიონსა და პუნქტებში შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი ბარათით, გაეცანით ინფორმაციას სექციაში „მიღების პუნქტები“ givve® Card‑ის აპში ან givve® Card‑ის ვებპორტალზე.

არსებობს givve® Card‑ის ორი შესაძლო კონფიგურაცია, რომლებიც განსაზღვრავს მისით სარგებლობის ვარიანტს.

რეგიონული კონფიგურაციის შემთხვევაში საშუალება გექნებათ, გადაიხადოთარჩეული რეგიონის ყველა პუნქტში, რომელიც იღებს Mastercard‑ს, ან givve®‑ის მიღების ყველა პარტნიორ პუნქტში (დამოკიდებულია პარამეტრზე)აქედან შეგიძლიათ შეამოწმოთ, მიღების რომელი პუნქტებია ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინგადახდა შეუძლებელია რეგიონული კონფიგურაციის შემთხვევაში. 

სავაჭრო ობიექტზე მიბმული კონფიგურაციის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენი givve® Card‑ისთვის არჩეულ givve®‑ის მიღების პარტნიორი პუნქტის ყველა ფილიალში გერმანიის მასშტაბით.  როგორც წესი, შესაძლებელია ონლაინგადახდაც.

givve Hilfe und Support

დახმარება და მხარდაჭერა

სისტემაში შესვლის მონაცემები დაგავიწყდათ, ან თქვენი ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ? აქ იპოვით დახმარებას.

Letzte Aktualisierung der Webseite am 20.06.2024 um 16:49 Uhr